სსიპ ქალაქ თბილისის N11 საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი მაკა მაისურაძე


ბლოგის მიზანია დაინტერესებულ  პირებს გავაცნოთ ჩვენი საქმიანობები, აქტივობები, პროექტები. მასწავლებლებმა  ურთიერთთანამშრომლობით გააცნობიერონ საინფორმაციო ტექნოლოგიების შესაძლებლობებირესურსის სახით შეიტანონ სასარგებლო აქტივობები  საგაკვეთილო პროცესში. რაც თავის მხრივ წაადგებათ მოსწავლეებს სწავლებისას, ისინი აქტიურად ჩაერთვებოდნენ სასწავლო პროცესში. ბლოგი მოიცავს საინფორმაციო მასალას დოკუმენტაციის წარმოებისთვის, შაბლონებს, ინსტრუქციებს კონკრეტული თემის შესახებ, სასარგებლო ბმულებს .  ბლოგი საშუალებას აძლევს ამ საგნით დაინტერესებულ მოსწავლეებს თუ პედაგოგებს გამოიყენონ ციფრული ტექნოლოგიები, კომუნიკაციის ინსტრუმენტები და ჰქონდეთ ინფორმაციაზე წვდომა, შეეძლოთ  ტექნოლოგიების გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალება.  სწავლა სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია მოსწავლეებს განუვითარდეთ სხვადასხვა კომპეტენციები. ამ ბლოგში განთავსებული ინფორმაცია თუ მეთოდები ნაწილობრივ ხელს შეუწყობს ამ უნარების განვითარებას.
IIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIII
  2024-2025 სასწავლო წელი

2023-2024 სასწავლო წელი





2022-2023 სასწავლო წელი


  



2020-2021 სასწავლო წელი  
სსიპ ქალაქ თბილისის N11 საჯარო სკოლის  სასკოლო სასწავლო გეგმა ,  შინაგანაწესი   სასკოლო პროექტი    ეროვნული სასწავლო გეგმა  საგნობრივი კურიკულუმი  ისტ-ში     ისტ სტანდარტი 2021-2022  თემატური გეგმები: 5 კლასი    6 კლასი   ალენდარული გეგმები5 , 6  კლასი

სოციალურ ქსელ facebook-ზე შექმნილია ჯგუფი კომპიუტერული ტექნოლოგიები სკოლაში,  სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ დამატებითი ინფორმაცია:

https://www.facebook.com/groups/418981509537699


კომპიუტერული ტექნლოგიები- კომპლექსური დავალებები (1-4  კლასში)
https://whiteboard.fi/ თეთრი დაფა
https://wheelofnames.com/ ბორბალი
 scrach  ვიდეო სკრეჩის მასალები 1
კომპიუტერული ტექნოლოგიები - გზამკვლევი

https://bit.ly/3bQQoEf

ელექტრონული პოსტერი https://create.piktochart.com/

ფოტოკოლაჟის, პოსტერის, დიაგრამების, და ა.შ შექმნა https://www.phideo.com/

 სავარჯიშოების კრებული  კომპიუტერულ ტექნოლოგიებში -

https://bit.ly/38YSP5X

გამარჯობა რუბი პირველი ნაწილი

https://bit.ly/3nTVbqR

 


გამარჯობა რუბი მეორე ნაწილი

https://bit.ly/3oYC80b

 


პირველი კლასის სავარჯიშოების კრებული    კრებულის  ელ. ვერსია 





ელ სახელმძღვანელოები მე-5 და მე-6 კლასში

საიტი code.org  შეგიძლიათ ამუშაოთ მოსწავლეები (ენა შეუცვალოთ საქართველო)   

https://studio.code.org/courses


მე-6 კლასი კროსვორდი

///////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////
2019-2020 სასწავლო წელი


თემატური გეგმები 5 კლასი    6 კლასი ;კალენდარული გეგმები 5 ,6  კლასი

მე-6  კლასში შემაჯამებელი წერა N1    წერა N2   ანალიზი

სოციალურ ქსელში:  6ა კლასი6ბ კლასი6გ კლასი6დ კლასი
                                                         5ა კლას, 5ბ კლას, 5გ კლასი, 5დ კლას

ელექტრონული ჟურნალი    2018-2019 ს/წ  დოკუმენტაცია:
2018-2019 სასწავლო წელს  განხორციელებული კვლევის ანგარიში   საპრეზენტაციო ფაილი
IIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIII
ინფორმაციისთვის:
  • სსიპ ქალაქ თბილისის N11 საჯარო სკოლის  მასწავლებლის შეფასების ჯგუფების დებულება
  • მასწავლებლის საქმიანობის  დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის  სქემით გათვალისწინებული სავალდებულო  და დამატებითი  საქმიანობების შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტები     
  • საქართველოს მთავრობის  2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილება მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ”.  
  • 2020  წლის ცვლილებები კარიერული  წინსვლის  სქემაში  
IIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIII

შ ა ბ ლ ო ნ ე ბ ი
 IIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIII

ს ა ს ა რ გ ე ბ ლ ო  რ ე ს უ რ ს ე ბ ი 

www.b ookcreator.com ელექტრონული წიგნის შექმნა, დარეგისტრირდით
https://whiteboard.fi/ თეთრი დაფა
https://wheelofnames.com/ სახელების ბორბალი
https://www.jigsawplanet.com/ ფაზლების პლანეტა

VII კლასში სავალდებულოა  ვიზუალური პროგრამირების სწავლება.  მაგ: https://scratch.mit.edu/,  https://studio.code.org/courses, https://developers.google.com/blockly/,  http://www.alice.org/, https://www.kodugamelab.com/about
ესგ ცვლილებები    იხ. ბმული  ბმული 2

ხანის აკადემია https://ka.khanacademy.org/  

 Code.org-ის სასწავლო პლატფორმა ბავშვებისათვის https://code.org/  

დაწყებითი განათლების პროექტი (კითხვა და მათემატიკა) - www.kargiskola.ge

http://www.ict.tpdc.ge/ ციფრული რესურსების პორტალი
 საგანმანათლებლო  საიტი  http://el.ge/
კოდალას აკადემია - http://kodala.ge/
ხანის აკადემია -  https://ka.khanacademy.org/
https://www.geogebra.org/# - მათემატიკის მასწავლებელთათვის
ვირტუალური ლაბორატორია - https://phet.colorado.edu/ka/simulations/category/new
გუგლ-დედამიწა - www.google.com/earth
ვებ 2.0 ინსტრუმენტები - http://newtech.coe.uh.edu/index.html
 "მოდი, ნახე, მსოფლიო გალერეა" https://artsandculture.google.com/
სხვადასხვა სასწავლო მასალის შექმნა - https://www.goconqr.com/
ინტერაქტიული სავარჯიშოების შექმნა - http://learningapps.org
სქემები იდეების ორგანიზებისთვის - http://learningapps.org
შექმენი შენი ისტორია -  http://storymaps.arcgis.com
კომიქსების შექმნა - https://www.pixton.com
კომიქსების შექმნა - www.toondoo.com
ვიდეოს შექმნა  -  www.knovio.com
სურათებით სლაიდების შექმნა - http://photopeach.com/
ანიმაციური ვიდეოების შექმნა - http://www.powtoon.com/
წიგნი. სოციალური მედია სკოლაში, რომელშიც შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია ინტერნეტის და სოციალური მედიის არხების შესახებ: https://www.ph-int.org/shared/attach_get.php?id=64016&key=08586200781872766779dc6fb8e395e4
ჯეოლაბის ვიდეო რესრურსები: https://www.youtube.com/channel/UCGv7kAqQbpP6H0cpNid0afw/playlists
ვიდეო კურსი, შესავალი პროგრამირებაში: https://www.youtube.com/watch?v=M0g_ntflpMA&list=PLIEzonm7R-2hgaEcF8-PLeVclQItzyAQz
ონლაინ ილიაუნი: http://online.iliauni.edu.ge/ka/home/all/date/
ვიდეო კურსი, ინტერნეტის შექმნის ისტორია: http://online.iliauni.edu.ge/ka/course/internetis-istoria/28/middle
ხანის აკადემია: https://ka.khanacademy.org/
(ხანის აკადემია (ინგლ. Khan Academy) — არაკომერციული საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2006 წელს დააარსა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ჰარვარდის კურსდამთავრებულმა სალმან ხანმა. აკადემიის მიზანია, „მიაწოდოს მაღალხარისხიანი განათლება ყველას, ყველგან“. აკადემიის საიტზე ხელმისაწვდომია 4200-ზე მეტი უფასო მიკროლექცია მათემატიკაში, ისტორიაში, ჯანდაცვასა და მედიცინაში, ფინანსებში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, ასტრონომიაში, ეკონომიკაში, კოსმოლოგიაში, ორგანულ ქიმიაში, ამერიკის მოქალაქეობრიობაში, ხელოვნების ისტორიაში, მაკრო- და მიკროეკონომიკებში, კომპიუტერულ მეცნიერებებში.
ლექციები ინგლისურ ენაზეა წარმოდგენილი, თუმცა მიმდინარეობს მათი სხვა ენებზე თარგმნა, რაშიც მოხელისეები იღებენ მონაწილეობას. საგანმანათლებლო ფონდ Educare Georgia-ს მხარდაჭერით ხანის აკადემია ქართულ ენაზეც ითარგმნება — უკვე ხელმისაწვდომია მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგიისა და კომპიუტერული მეცნიერებების ქართულენოვანი მასალები.
ფეისბუქის ჯგუფის ლინკს სადაც შეგიძლიათ ნახოთ რესურსები: https://www.facebook.com/groups/319044488708844/
 კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ონლაინ კურსების ლინკებს: https://ka.khanacademy.org/computingკოდ ორგი: https://code.org/ამ ვებგევრდზე შეგიძლიათ ნახოთ კომპიუტერული ტექნოლოგოების შემსწავლელი კურსები ბავშვებისათვის. კურსებს დართული აქვს ვიდეო განმარტებები და საგაკვეთილო გეგმები. ვებგვრდზე შესვლისას აირჩიეთ ქართული ენა რომ საიტის კონტენტი ქართულ ენაზე გაიხსნას: https://studio.code.org/courses

ყველაზე ადრინდელი გამომთვლელი მოწყობილობა იყო ”აბაკი”, რომელსაც იყენებდნენ ბაბილონელები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4-5 ათასი წლის წინათ.

არისტოტელემ (384-322), ჩვ.წ. აღ-მდე 400 წლის წინათ, საფუძველი ჩაუყარა მათემატიკურ ლოგიკას.ლოგიკაში შემოიტანა ცვლადის ცნება და ასოები გამოიყენა ცნებათა აღსანიშნავად. IX საუკუნეში (820 წელს) შუააზიელმა მათემატიკოსმა ალ-ხორეზმმა (787-850), წიგნის ”კიტაბ ალ-ჯებრ ალ-უკაბალა”-ას ავტორმა, საიდანაც წარმოიშვა სიტყვა ”ალგებრა”, შემოიტანა ალგორითმის ცნება. IX-X საუკუნეში ევროპაში ვრცელდება თვლის არაბული სისტემა, რომელიც წარმოადგენს პოზიციურს და გააჩნია ნულის ცნება. თვლის არაბულმა სისტემამ ნელ-ნელა განდევნა რომაული ციფრები. ეს პროცესი გაგრძელდა XVII საუკუნემდე.
1457 წელს იოჰან გუტენბერგმა გამოიგონა საბეჭდი მოწყობილობა. 1612 წელს შოტლანდიელმა ლორდმა, მათემატიკოსმა ჯონ ნეპერმა (1550-1617) შემოიტანა ათობითი ლოგარითმის ცნება და ორი წლის შემდეგ შექმნა ლოგარითმული ცხრილი.
1622 წელს ინგლისელმა მეცნიერმა უილიამ ოუტრედმა გამოიგონა ლოგარითმული სახაზავი.
1623 წელს, გერმანიაში, ქალაქ შტუტგარდში, ვილჰელმ შიკარდის მიერ შეიქმნა პირველი გამოთვლითი მანქანა სახელწოდებით ”გამომთვლელი საათი”. შიკარდის მანქანა 6 თანრიგა იყო. მას შეეძლო რიცხვების შეკრება და გამოკლება. იგი თანრიგების გადავსებას ზარის დარეკვით იტყობინებოდა. ერთი პერიოდი შიკარდის მანქანა თავისი ნახაზებიანად დაიკარგა. იგი იპოვეს 1935 წელს, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს ისევ დაიკარგა. 1956 წელს იპოვეს მხოლოდ ნახაზები. 1960 წელს აღნიშნული ნახაზების მიხედვით ენთუზიასტთა ჯგუფმა ააგო მანქანა და დაამტკიცა, რომ შიკარდის მანქანა ერთ-ერთი პირველი მუშა გამომთვლელი მანქანაა. აღნიშნული მანქანა დღესაც ინახება ქალაქ შტუტგარდის სამეფო ბიბლიოთეკაში.
1642 წელს პარიზში ფრანგმა მეცნიერმა ბლეზ პასკალმა (1623-1662) ააგო გამომთვლელი მანქანა სახელწოდებით ”პასკალინი”. პასკალის მანქანას შეეძლო მხოლოდ რიცხვების შეკრება. გამოკლებას კი ვერ აკეთებდა. შიკარდის ”გამომთვლელ საათთან” შედარებით იგი ნაკლებად საიმედო იყო. მიუხედავად ამისა, გაურკვეველი მიზეზებით ისტორიას აწყობდა დაევიწყებინათ შიკარდის მანქანა და პასკალი გაეხადათ გამოთვლითი მანქანების კონცეპციის ფუძემდებლად.მიუხედავად ასეთი მცდელობისა, გამოთვლითი მანქანის პირველ გამომგონებლად შიკარდი დარჩა.
1674 წელს გერმანელი მეცნიერის ვილჰელმ ლაიბნიცის (1646-1716) მიერ შემუშავებულ იქნა ”ბიჯური გამომთვლელი”, რომელიც ააგო ფრანგმა ოლივერმა. ლაიბნიცის მანქანას შეეძლო 5 და 12 ნიშნა რიცხვების გამრავლება 16 ნიშნა შედეგით. ლაიბნიცის მანქანამ გამოყენება ვერ ჰპოვა.
1812 წელს ინგლისელმა მეცნიერმა ჩარლზ ბებიჯმა (1791-1871) შეიმუშავა მექანიკური კალკულატორის პროექტი, რომლის მიხედვითაც 1823 წელს ააგო მთლიანად ავტომატიზებული მანქანა Difference Engine. ბებიჯის მანქანის საშუალებით შეიძლებოდა ექვსნიშნა რიცხვების შეკრება, გამოკლება, გამრავლება და გაყოფა. შემდეგ ბებიჯმა შექმნა ანალიტიკური მანქანა Analytical Engine. აღნიშნულ მანქანას გააჩნდა ცენტრალური პროცესორული მოწყობილობა, მეხსიერება და პერფობარათები, რომელზეც დაიტანებოდა გარკვეული პროგრამები. ბებიჯის მანქანას შეეძლო ოცნიშნა რიცხვებზე ოპერირება.
1820 წელს შარლ კოლმარმა შექმნა არითმომეტრი, რომელიც აგებული იყო ლაიბნიცის მანქანის პრინციპით და ასრულებდა რიცხვების გამრავლებას. იგი იყო პირველი კალკულატორი, რომელიც ჩაშვებულ იქნა მასიურ წარმოებაში. აღნიშნულმა მანქანამ რეალიზაციის თვალსაზრისით მსოფლიორეკორდი დაამყარა.

1842 წელს ცნობილი ინგლისელი პოეტის ლორდ ბაირონის ქალიშვილმა-ადა ბაირონ კინგმა (1815-1852) ბებიჯის მანქანისათვის შეიმუშავა პროგრამა.

გამოთვლითი ტექნიკის ისტორიაში ადა ბაირონი კინგი ცნობილია, როგორც პირველი პროგრამისტი. მის სახელს ატარებს 1979 წელს შექმნილი პროგრამირების უნიკალური ენა ADA.
1847 წელს ირლანდიელმა მათემატიკოსმა ჟორჟ ბულმა (1815-1864) გამოუშვა წიგნი ”The Mathematical Analysis of Logic” (”ლოგიკის მათემატიკური ანალიზი”), სადაც ჩამოაყალიბა ახალი ალგებრული სისტემა, რომელსაც შემდგომში ”ბულის ალგებრა ”ეწოდა.
1935 წელს კორპორაცია IBM მსოფლიოს წარუდგინა მანქანა IBM 601, რომელიც აგებული იყო რელეებზე და შეეძლო გამრავლება გაეკეთებინა 1 წამში. ოპერაციათა შესრულების ასეთმა სიჩქარემ IBM 601-ს დიდი პოპულარობა მოუტანა მეცნიერებსა და ბიზნესმენებს შორის.

1936 წელს ინგლისელმა მეცნიერმა ალან ტიურინგმა (1912-1954) შექმნა კომპიუტერის მათემატიკური მოდელი, რომელსაც ”ტიურინგის მანქანა” ეწოდა.
ტიურინგის მანქანაში” მოცემული იყო კომპიუტერის აგების პრობლემების გადაწყვეტის გზები.

1945 წელს ჯონ ფონ ნეიმანმა წამოაყენა გარე დამამახსოვრებელი მოწყობილობების იდეა პროგრამებისა და მონაცემების შესანახად. ამავე წელს ჯონ ფონ ნეიმანი გაერთიანდა ამერიკული კომპიუტერის ENIAC-ის დაპროექტებულ ჯგუფთან და აღწერა ახალი კომპიუტერის EDVAC-ის მოწყობილობები. აქვე გააკეთა შენახული პროგრამის კონცეფციის განსაზღვრის დეტალური აღწერა. ამ ნაშრომიდან დაიწყო ე.წ. ”ჯონ ფონ ნეიმანის არქიტექტურა”.

1947 წელს ცნობილ ამერიკელ მეცნიერს (კიბერნეტიკის ფუძემდებელი) ნორბერტ ვინერს (1894-1964) შემოაქვს ტერმინი ”კიბერნეტიკა”. 
 
1955 წელს IBM-ს თანამშრომლებმა ჯონ ბეკუსის ხელმღვანელობით შექმნეს ალგორითმული ენა FORTRAN (FORmuler TRANslator-ფორმულების გარდამქმნელი), რომელიც გამოიყენებოდა სამეცნიერო ტექნიკური და საინჟინრო ამოცანების დასაპროგრამებლად.ამავე წელს ფირმა Ferrant-იმ გამოუშვა კომპიუტერი Pegasus, რომელშიც გამოყენება ჰპოვა საერთო დანიშნულების რეგისტრების კონცეპციამ. აღნიშნული კომპიუტერისათვის, აშშ-ს სამხედრო საზღვაო ფლოტის ოფიცერმა (შემდგომში, ადმირალმა,ერთადერთმა ქალმა აშშ-ს სამხედრო საზღვაო ფლოტში), ფირმა Remington Rand-ის პროგრამისტების ჯგუფის ხელმძღვანელმა, კაპიტანმა გრეის ხოპერმა პირველმა შეიმუშავა მატრანსილებელი პროგრამა, რომელსაც უწოდა კომპილატორი. ეს პროგრამა მოხერხებულ ალგებრულ ფორმაში ჩაწერილ პროგრამებს მანქანურ ენაზე უკეთებდა ტრანსლიაციას.

1960 წელს მეცნიერების ჯონ მაკართის,ფრიც ბაუერის,ჯონ ვეგშტეინის, ჯონ ბეკუსის,პიტერ ნეუერის და ალან პერლისის მიერ შეიქმნა ალგორითმული ენა ALGOL (ALGOritmic Language-ალგორითმული ენა), რომელშიც შემოტანილი იყო ახალი ცნებები. მაგალითად, ბლოკური სტრუქტურა. ALGOL-60 კონცეპტუალური საფუძველი გახდა პროგრამირების მრავალი ენისათვის.

1962 წელს ფირმა "Teletype” -მა გამოუშვა კლავიატურა და მონიტორი.
 
1964 წელს ამერიკელმა მეცნიერმა დუგლას ენჯელბერტმა შექმნა დიალოგიური პროგრამული ინტერფეისი, რომელიც რეაგირებდა სპეციალური მაჩვენებლის კურსორის მოქმედებაზე. კურსორის ჩასართავად ენჯელბერტმა შექმნა მანიპულატორი, რომელსაც შემდგომში ”თაგვი” ეწოდა. მანიპულატორი ”თაგვი” დაპატენტებულ იქნა 1970 წელს.
1965 წელს დორტმუნდის კოლეჯის პროფესორების ტომ კურტცისა და ჯონ კემენის მიერ შემუშავებულ იქნა ალგორითმული ენა BASIC (Beginers all-purpouse simbolic instruction code-სიმბოლური ინსტრუქციების მრავალმიზნობრივი ენა დამწყებთათვის).
1967 წელს კორპორაცია IBM-მა გამოუშვა Floppy დისკი.

1969 წელს შეიქმნა პირველი კომპიუტერული ქსელი ARPANET-ი ეს ინტერნეტის შექმნის საფუძველი გახდა. ამავე წელს შეიქმნა პირველი ლაზერული პრინტერი. ფირმა XEROX–მა წარმოადგიმა ლაზერული ბეჭდვა ქსეროგრაფიული ბეჭდვის საფუძველზე.

1970 წელს ჰილბერტ ჰაიატმა დააპატენტა ერთ ნახევარგამტარულ კრისტალზე დამზადებული კომპიუტერის პროცესორის სქემა. ამ უკანასკნელმა კი საფუძველი ჩაუყარა მიკროკომპიუტერის შექმნის ერას.ამავე წელს ციურიხის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკოლას ვირტმა შექმნა ალგორითმული ენა, რომელსაც ფრანგი მეცნიერის ბლეზ პასკალის პატივსაცემად PASCAL-ი უწოდა.

1971 წელს ამერიკული კომპანია BBN–ის მთავარმა ინჟინერმა რეი ტომლინსონმა ერთი კომპიუტერიდან მეორე კომპიუტერზე გაგზავნა შეტყობინება „QWERTYUIOP”-სტანდარტული კლავიატურის ზედა რეგისტრის სიმბოლოები, რომელშიც პირველმა გამოიყენა ნიშანი „@". შეტყობინება ზუსტად იქნა მიღებული მეორე კომპიუტერზე. ამით დაიწყო ახალი ერა ადამიანთა ურთიერთობის ისტორიაში.

1974 წელს ბრაიან კერნიგმა და დენის რიტჩმა შექმნეს პროგრამირების ენა C.
1981 წელს კომპანია IBM უშვებს პერსონალურ კომპიუტერს IBM PC, რომელიც ხდება პერსონალური კომპიუტერის სტანდარტი. აქედან წამოვიდა ტერმინი "IBM თავსებადი კომპიუტერები". ამავე წელს კომპანია Microsoft -მა დაიწყო მუშაობა DOS-ის გრაფიკულ გარსზე, სახელწოდებით Interface manager. აღნიშნული გარსი გახდა Windows-ის შექმნის საფუძველი. 1982 წელს კომპანია Philips-ი კომპიუტერისათვის უშვებს პირველ CD ROM-ს.
 
1985 წელს Microsoft-მა სავაჭრო ქსელში სარეალიზაციოდ გაუშვა Windows 1.0. 1990 წელს კომპანია Microsoft-მა დაიწყო Windows 3.0. 2002 წელს კომპანია Microsoft-ი უშვებს Windows 2002–ს ანუ Windows XP Profesional-ს, Windows XP Home Edition-ს და Windows XP Server-ს.